საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დასაქმების პროგრამა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და მაგისტრანტების საყურადღებოდ!

შპს „აპექსი“ ახორციელებს ბიზნეს-კომპანიების მართვის ავტომატიზაციას. ამისთვის შეიქმნა ქართული წარმოების პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს მსხვილ და საშუალო სიდიდის ქართულ კომპანიებში.

ვაპირებთ განვაახლოთ ყოველწლიური დასაქმების პროგრამა და ავიყვანოთ 12 სტაჟიორი. განსაკუთრებით წარმატებული მსმენელები მიიღებენ შეთავაზებას დასაქმებაზე ჩვენს კომპანიაში. ყველა დანარჩენი კურსდამთავრებული ჩაირიცხება ჩვენს საკადრო რეზერვში.

დასაქმების პროგრამის მიზანია შეირჩეს და მომზადდეს ისეთი სპეციალისტები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და დანერგვის ჯგუფებში მუშაობას, ჩვენი კლიენტების პერსონალის გადამზადებასა და მათ შემდგომ მხარდაჭერას.

დასაქმების სასწავლო კურსი მოიცავს პრაქტიკული ბუღალტერიისა და პროგრამულ უზრუნველყოფა Apex ERP-სთან მუშაობის შესწავლას. მსმენელები ასევე გაეცნობიან სამეწარმეო კანონის, შრომის კანონთა კოდექსის და საგადასახადო კოდექსის ძირითად დებულებებს.

ყველა მსმენელს ექნება საკუთარ მონაცემთა ბაზასთან წვდომის საშუალება, რომლებიც კურსის მსვლელობისას მიცემულ დავალებებს პროგრამა Apex ERP-ში შეასრულებენ.

სწავლების ხანგრძლივობაა 2.5-3 თვე.

ტრენინგები ჩატარდება ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 2 საათის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში. ყოველ პარასკევს მსმენელები დაწერენ განვლილი მასალის შემაჯამებელ ტესტს.

შერჩევა მოხდება სამ ეტაპად:

რეზიუმეების გადარჩევა (შერჩეულ კანდიდატებს  რეზიუმეს მიღებიდან სამ სამუშაო დღეში გაეგზავნებათ მოწვევა გასაუბრებაზე);

ინდივიდუალური გასაუბრება;

ტესტირება (ტესტირება წერითია, მოიცავს ლოგიკურ ამოცანებს. ტესტირება და  შედეგების გასწორება მოხდება იმავე დღეს, მონაწილეების თანდასწრებით).

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოგვიგზავნეთ  ელექტრონულ მისამართზე: lado@apex.ge

რეზიუმეების მიღება შეწყდება 2022 წლის 15 ოქტომბერს.

სწავლების  დაწყების სავარაუდო თარიღია 2022 წლის 24 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაცია შპს „აპექსის“ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართებზე:

http://www.apex.ge და http://support.apex.ge

 

სწავლების პერიოდში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ თემებს:

  • ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები;
  • ფულადი საშუალებების მოძრაობა და აღრიცხვა;
  • მოთხოვნების აღრიცხვა;
  • მარაგების აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
  • მოკლევადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
  • გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
  • გადასახადების აღრიცხვა;
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა;
  • ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიშგება

პროგრამულად დაამუშავებენ შემდეგ თემებს:

  • საქონლის შესყიდვის, წარმოებისა და რეალიზაციის აღრიცხვა;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • ხელფასების აღრიცხვა;
  • საბუღალტრო გატარებების წარმოება.
თარიღი: 21/09/2022